ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიდელ კასტრო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოწინააღმდეგეებს რასიზმში ადანაშაულებს


კუბის ყოფილმა ლიდერმა ფიდელ კასტრომ პრესაში კომენტარი გააკეთა სადაც ამერიკულ პოლიტიკაზე ისაუბრა, მან დაადანაშაულა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოწინააღმდეგეები რასიზმში. ფიდელ კასტრომ

მთავრობის კუთვნილ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სადაც აღნიშნავს, რომ ულტრა მემარჯვენეები ობამას წინააღმდეგობას უწევენ და ბლოკავენ მის წამოწყებებს იმის გამო რომ იგი შავკანიანია.

მისივე განცხადებით ობამას მისი წინამორბედისგან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად და რომ ობამა ცდილობს გამოასწოროს აშშ-ის შელახული იმიჯი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა რომ რესპუბლიკელები ობამას აშშ-ს სოციალისტურ ქვეყანად გადაქცევის მცდელობაში სდებენ ბრალს, იგი ამას არ აპირებს.

შეგახსენებთ რომ ობამამ რამოდენიმე თვის წინ განცხადება გააკეთა კუბასთან ურთიერთობების გამოსწორების შესახებ.

XS
SM
MD
LG