ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მოხსენებაში აღწერილია პატიმართა წამების ფაქტები


შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამართველომ სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ამ სააგენტოს საიდუმლო ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებია აღწერილი.

მოხსენებაში მკაცრად არის გაკრიტიკებული გამოძიების მეთოდები, რომელიც ტუსაღების წყალში დახრჩობას და სიკვდილით დასჯის იმიტაციას ითვალისწინებდა.

ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს ოფიცერმა ეჭვმიტანილზე ზემოქმედების მიზნით გასროლა მოახდინა მისი თანამოსაქმის მკვლელობის იმიტაციით და შემდგომ სიკვდილის დასჯის მუქარით.

2000 წელს ამერიკული სამხედრო გემის აფეთქებაში ეჭმიტანილს აბდ ალ რაჰიმ ალ-ნაშირს იარაღის გარდა ელექტრობურღით აშინებდნენ.

XS
SM
MD
LG