ქალაქ გროზნოში კამიკაძე ტერორისტებმა ასაფეთქებელი მასალების დეტონირება მოახდინეს. ინციდენტის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა.
ხელისუფლების ცნობით, კამიკაძე ტერორისტები რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ ასფეთქებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში ააფეთქეს.
დღევანდელი ინციდენტი მოსდევს ორშაბათს ინგუშეთში განხორციელებულ აფეთქებებს, რომელთა დროს კამიკაძემ, ასაფეთქებლებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა პოლიციის საგუშაგოს შეაჯახა.ტერაქტის შედეგად დაიღუპა 25 და დაიჭრა 130.
ინგუშეთის მთავრობის ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ რამდენიმე პოლიციელი გაუჩინარდა და დღეს ისინი უკვე დაღუპულთა სიებში არიან.