დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმა განაცხადა, რომ სამწუხარო იყო იმის ნახვა, რომ ადამიანს, რომელიც 1988 წელს ლოკერბის აფეთქების გამო არის ბრალდებული, მშობლიურ ლიბიაში დაბრუნებისას ხალხი ესალმებოდა.
ბატონმა მილიბანდმა აბდელ ბასეტ ალ მეგრაჰის მასობრივი მკვლელი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ მეგრაჰის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 1988 წელს შოტლანდიაში პანამერიკული რეისის ჩამოგდებისათვის.
იგი ლიბიაში გუშინ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც შოტლანდიის მთავრობამ იგი შეიწყალა.
ტრიპოლის აეროპორტში მეგრაჰის ასობით ახალგაზრდა ლიბიელი, შეძახილებითა და დროშებით ხელში შეეგება.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ლიბიის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ქალაქ ლოკერბის თავზე თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის იხდიდა სასჯელს პროსტატის კიბოსგან სიკვდილის პირასაა მისული.