ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და ისრაელის ლიდერები  სოჭში ხვდებიან ერთმანეთს


რუსეთისა და ისრაელის ლიდერები ახლო აღმოსავლეთის ირგვლივ სასაუბროდ სოჭში ხვდებიან ერთმანეთს. აქ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს მასპინძლობს. რუსეთი იმ საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე ზემოქმედებას ცდილობს და ამ საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩატარებას რუსეთში ცდილობს. მოსკოვს აგრეთვე მჭიდრო ურთიერთობები აქვს დამყარებული ირანთან. ისრაელი ცდილობს კრემლის ზეგავლენა თეირანზე გამოიყენოს და ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარი ათქმევინოს. ისრაელი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი კი ამტკიცებს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს.

XS
SM
MD
LG