ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში


ავღანეთში საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები დაიწყო, რომელშიც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფრანი და ყოფილი დაგეგმარების მინისტრი რამაზან ბაშარდოსტი დაუპირისპირდებიან.

დებატები რადიო თავისუფლების ეთერში გავა შეერთებული შტატების მეოხებით. მასში არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა.

ამასობაში ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა აბდულ ვარდაკმა განაცხადა რომ ბოლომდე არ შეუძლია საარჩევნო უბნების დაცვა თალიბთა თავდასხმებისგან. თავის მხრივ თალიბებმა გააფრთხილეს ავღანელები თავი შეიკავონ ამ არჩევნებში მონაწილეობისგან.

XS
SM
MD
LG