ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეცესია ევრო ბლოკის 16 ქვეყანაში შესუსტდა


საფრანგეთისა და გერმანიის ეკონომიკამ მმდინარე წლის მეორე კვარტალში ზრდა აჩვენა, რამაც ფაქტობრივად ამ ორ ქვეყანაში რეცესიის ხანა დაასრულა.

გერმანიის სტატისტიკის ფედერალურმა ოფისმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ნული მთელი სამი მეათედი პროცენტით გაიზარდა შარშან ამ დროს.

გერმანიის ფინანსთან მინისტრმა განაცხადა, რომ ანალოგიური ზრდა დაფიქსირდა 2008 წლის მეორე კარტალშიც, რასაც წინ უძღოდა ეკონოიკის გაუარესება მთელი წლის განმავლობაში.

დღესდღეობით ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ ნული მთელი სამი მეათედი პროცენტით დაიკლებს.

ამ ფონზე, ევროკავშირიდან მიღებული ოფიციალური სტატისტიკით, ამჟამად რეცესია ევრო ბლოკის 16 ქვეყანაში შესუსტდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ევროკავშირში წარმოების მოცულობა მხოლოდ ნული მთელი ერთი მეათედი პროცენტით დაეცა, რაც საგრძნობი გაუმჯობესებაა გასულ კვარტალთან შედარებით, როცა წარმოების მოცულობა ევროკავშირის აღნიშნულ 16 ქვეყანაში ორ ნახევარი პროცენეტით შემცირდა.


XS
SM
MD
LG