ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები ეკრანზე და დევნილები რეალობაში


-ის, ვინც ნაციონალურ ტელე არხებს თუნდაც მინიმალურად ადევნებს თვალს, შეამჩნევდა, რომ დევნილთა დასახლება ეკარნზე მხოლოდ მაშინ მოჩანს, როდესაც მათთან რომელიმე მსხვილი კომპანია ან კი პოლიტიკოსი ჩადის და სიმბოლური დახმარება ჩააქვს. მათი პრობლემებით დღეს მედია აღარ ინტერესდება, მათ თითქოს ისედაც იციან, რომ დევნილთა ყოფა ისეთივე საამურია, როგორც ეს ომამდე იყო.

გასული კვირაც მხოლოდ სადღესასწაული კონტექსტში მიდიოდა ნაციონალურ არხებზე და ახალი, “7 აგვისტოსადმი” მიძღვნილი მუსიკალური კლიპებიც გამოჩნდა. ერთერთი მათგანი სუხიშვილების ნაციონალური ანსამბლის ახალი კლიპია, სადაც მოცეკვავეები დევნილების დასახლებაში ლეკურს ცეკვავენ. ახალ დასახლებაში ყველაფერი ლამაზი, მშვიდი და დახვეწილია, იქ მხოლოდ მოცეკვავეები შევიდნენ და ახალი ენერგია შეიტანეს. “ეს მშვიდობის გზავნილია ყველასათვის” –განაცხადა ნინო სუხიშვილმა ერთ -ერთ ინტერვიუში.

მუსიკალური რგოლი რეზო ჩხეიძის ფილმის ეპიზოდით, “ჯარისკაცის მამის” სიტყვებით იწყება, სადაც სერგო ზაქარიაძე გაჩეხილ ვაზს ტირის. მხოლოდ რეჟისორმა იცის რა ბმულები არსებობს დევნილებს, ჯარისკაცის მამას, მოცეკვავეებს, მეორე მსოფლიო ომსა და აგვისტოს ომს შორის.-ვიდრე, ეს კლიპები მზადდება დევნილები ისევ საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ მათი ყოფა არც ისეთი მშვენიერია, როგორც ეს ნაციონალური არხების ცისფერ ეკრანებზე მოჩანს.- 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოსა და რუსეთს შორის განხორციელებული საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა აჭარაც დაბომბეს.

11 აგვისტოს ღამის 3 საათზე რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები ჩამოყარეს. სოფელ ზანაქიდში მაშინ 5 ოჯახი დაზარალდა. ერთერთი ოჯახის წევრი იხსენებს, რომ ძილში ხმაურმა გააღვიძა, საწოლის ქვეშ იმალებოდა და დილით, გარეთ გამოსულს, ყველაფერი დანგრეული დახვდა. აგვისტოს თვეში ამ ოჯახს ხელვაჩაურის გამგეობამ 1200 ლარი გამოუყო, მსოფლიო ბანკმა კი 500 ლარი გადაურიცხა. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ დაპირებები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დახმარება. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში საპირისპიროს ამტკიცებენ.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საქმიანობის მომსახურების უფროსის განცხადებით, აგვისტოს თვეში მოსახლეობას ფინანსური დახმარება გაეწია. გამგეობაში ასევე აღნიშნავენ, რომ არავითარი დაპირებები მათ არ გაუციათ. ხელვაჩაურის რეგიონის მოსახლეობა კი დახმარებას დღემდე ითხოვს და თანხები მათთვის გამოყოფილი ჯერ ისევ არ არის. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ დევნილობაშიც ზოგიერთს მეტად უმართლებს, ზოგიერთს კი ნაკლებად. აქაც ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რომ ყურადღების ქვეშ აღმოჩნდე და კუთვნილი დახმარება მიიღო. ამის, ფონზე კი რამდენიმე ათასი იხარჯება ახალი კლიპების დასამზადებლად, სადაც დევნილთა ყოფა ისეთივე საამურია, როგორც ეს სხვა ნებისმიერ, დაუბომბავ, უპრობლემო პასტორალურ გარემოში.

XS
SM
MD
LG