ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსული აგრესიის წინააღმდეგ!


7 აგვისტოს საქართველომ რუსეთის შარსანდელი აგრესია სხვადასხვა მშვიდობიანი ღონისძიებებით გააპროტესტა. ღონისძიებები ძირითადად გორში ჩატარდა, რომელიც აღნიშნული აგრესიის ეპიცენტრად იქცა რამდენიმე დღის განმავლობაში.

გორიდან ცხინვალის მისადგომებამდე გაბმული იყო ცოცხალი ჯაჭვი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.. გორში სამედიცინო სასწრაფო დახმარების შენობასთან დაღუპული მედდის - მარინე გოგიაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა..

გორში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ამერიკის მეგობართა კლუბმა, რომელსაც ილია ზუკაკიშვილი ხელმძღვანელობს და ამბოპბს, რომ ამერიკის მეგობართა კლუბმა ჯერ კიდევ აგვისტოს ომის წლისთავამდე დაიწყო ზრუნვა ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებზე. პირველი ზეიმი კლუბმა მათ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოუწყო მტაწმინდაზე, სადაც პატარები დედებთან ერტად მოვიდნენ, და დასაჩუქრდნენ.

გუშინ გორში ამერიკის მეგობართა კლუბმა მოაწყო დაღუპული მეომრების სვილების გამოფენა. ბავშვების ნახატების ძირითადი თემა იყო ქართული დროშები, ეკლესია, ტანკები და მათი მამები, თუ როგორ ცვიოდა ზეციდან ჭურვები თვითმფრინევებიდან, რომლებსაც ჰქონდათ წარწერა : СССР.



XS
SM
MD
LG