ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ორი მსხვილი ავტომწარმოებელი ქარხნის  მუშებმა საპროტესტო აქცია  გამართეს


დღეს რუსეთის ორი მსხვილი ავტომწარმოებელი ქარხნის მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი წარმოაების შეჩერების წინააღმდეგ გამოდიან და ითხოვენ კომპანიის ნაციონალიზაციას.

დემონსტრაციას ქალაქ ტოლიატიში ავტოვაზის ქარხანაში ჰქონდა ადგილი . საინფორმაციო სააგენტოს იტარ ტასის განცხადებით, მუშები დამატებითად ითხოვენ ავტოვაზის ნაციონალიზაციასა და მთავრობის მხრიდან გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას, რომელიც რუსეთის მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას განავითარებს.

ავტოვაზი ეკუთვნის ფრანგულ ფირმას რენოსა და სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ კორპორაციას. კომპანიამ განაცხადა, რომ აგვისტოს თვეში ქარხანა მთელი თვის განმავლობაში დაკეტილი იქნება გაყიდვების მკვეთრი შემცირების გამო. კომპანიის განცხადებით შემცირდება სამუშაო საათების რაოდენობა, რომელიც დაახლოებით კვირაში 20 საათს შეადგენს.

XS
SM
MD
LG