ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სამხედრო გზით არ მოხდება-აცხადებს პრეზ. სააკაშვილი


საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენს სამხედრო გზით არ აპირებს!

დღეს გაირკვა, რომ რუსეთმა უარი თქვა შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის ნახევარი კილომეტრით გადმოწევაზე !

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თბილისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო გზით არ აპირებს.

თითქმის ყოველდღეს მსოფლიოში ვრცელდება ინფორმაცია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთ ბრალდებების შესახებ: თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს სამხედრო პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, დღეს რუსულ-ქართული ომი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.“- მე ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პრესინგი იმ განცხადებებზე, რაც გაკეთდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ საქართველოში. რუსეთი ამ თავისი ქმედებებით კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ სამხრეთ კავკასია არის მისი გავლენის სფერო, რომ რუსეთი აქედან წასვლას არ აპირებს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება, ამაში საქართველო არაფერ შუაშია. მიდის დიდი, გლობალური ძალების მოსინჯვა აშშ-ს და რუსეთს შორის. ძალიან ვწუხვარ, რომ ვიღაცას აქვს მცდელობა ამ გლობალური ომის ეპიცენტრი იყოს საქართველო, ვისურვებდი ეს სადმე სხვაგან ყოფილიყო.” ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

XS
SM
MD
LG