ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის ყოველი მესამე მაცხოვრებელი შესაძლოა ღორის გრიპით დაავადდეს


მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად H1-N1-ის სახელით ცნობილი ღორის გრიპით უახლოესი ორი წლის განმავლობაში შესაძლოა ორი მილიარდი ადამიანი დაავადდეს მთელს მსოფლიოში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დედამიწის ყოველი მესამე მაცხოვრებელი.

გაეროს ამ სააგენტოს წარმომადგენლის კეიჯი ფუკიდას განცხადებით მსოფლიოში ღორის გრიპის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები აღინიშნება, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია მსოფლიოში ამ გრიპის გავრცელების მთლიანი სურათის.

ბატონი ფუკიდას მტკიცებით გლობალური ეპიდემია ჯერ კიდევ თავის საწყისს ფაზაშია, თუმცა ის უკვე თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოედო და 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


XS
SM
MD
LG