ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთში მემორიალის ოფისი დაიხურა


გასულ კვირას ჟურნალისტ ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ რუსულმა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია “მემორიალმა” საქმიანობა შეწყვიტა ჩეჩნეთში.

ამ ფონზე, რუსი უფლებების დაცვის აქტივისტები პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ქვეყანაში დაუსჯელობისა სინდრომის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, რამაც ესტემიროვას სიკვდილი მოიტანა შედეგად.

"მემორიალმა" გამოსცა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება აშკარად მტრობს სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ წამოწყებას და ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობას ლამის ტერორისტებთან აიგივებს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასულ კვირას წერილი გაუგზავნა “მემორიალის” ჩეჩნეთს ოფისს, სადაც მან მწუხარება გამოთქვა ნატალია ესტემიროვას გარდაცვალების გამო.

რუსეთის ლიდერმა ასევე პირობა დადო, რომ მკვლელობის ფაქტს გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა.

რუსეთს ადამიანის უფლებების ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი კი აცხადებს, რომ ქვეყნის ლიდერების დაპირებები არასდროს არ სრულდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დანაშაულის მსხვერპლი ჟურნალისტი, იურისტი ან უფლებების დამცველი აქტივისტია.

ლუკინი ამბობს, რომ გამოძიება ყოველთვის იმის დაპირებით იწყება, რომ საქმის შესწავლა უმოკლეს პერიოდში დასრულდება.

ამის შემდეგ, საქმის გამოძიება დაახლოებით ათი წელი გრძელდება.

ამ პერიოდში, საზოგადოებას ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ მხოლოდ რამდენიმეჯერ მიეწოდება და ხდება იმის გამეორება, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.

ათი წლის შემდეგ კი, საქმეს ყველა ივიწყებს, ახალი დანაშაული კი არ აყოვნებს.

ვლადიმიერ ლუკინმა ეს განცხადება მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე გააკეთა.

პრეს კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ჟურნალისტი დაესწრო.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელმა ლუდმილა ალექსეევამ დამსწრე რუს ჟურნალისტებს თხოვა ხელის აწევით დასწრება დაეფიქსირებინათ.

ქალბატონმა ალესეევამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დამსწრეთა შორის რუსი ჟურნალისტები უმცირესობას წარმოადგენდნენ და რომ ყელასტვის გასაგებია თუ რატომ ხდებოდა ასეთი რამ.

“მემორიალის” თავმჯდომარემ ოლეგ ორლოვმა ასევე დაადასტურა რუსული მედიის მხრიდან გამოვლენილი უყურადღებობის ფაქტები.

თუმცა აღნიშნა, რომ ესტემიროვას საქმე რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი შემთხვევების მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.

ვლადიმირ ლუკინმა ისაუბრა კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და განაცხადა, რომ იქ შექმნილი ვითარება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, თუ ამაზე არავინ გაამახვილა ყურადღება.

მან გააფრთხილა რუსი პოლიტიკოსები, ისინი ვინც არასტაბილური მდგომარეობის შენარჩეუნებით არის დაინტერესებული და გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთში ძალან ბევრ ადამიანს აწყობს პირადი პრობლემები აიცილოს თავიდან და წინააღმდეგობრივ საქმეებს მკვლელობით მოუღოს ბოლო.

მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოება, ნებისმიერ კანონმორჩილ სახელმწიფოში, მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას ნიშნავს, განსაკუთერბიეთ კი ჟურნალისტების, იურისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების უფლებების დაცვას.

XS
SM
MD
LG