ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაის ტერაქტებში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა


ინდოეთის სასამართლოში დანაშაული აღიარა პაკისტანელმა მამაკაცმა, რომელიც ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გასულ წელს მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.

21 წლის მოჰამედ აჯმალ ყასაბი, რომელმაც მაისში უარყო დანაშაული, ერთერთია დაკავებულ 10 ადამიანს შორის, რომლებიც შარშან ნოემბერში სასტუმრო ტაჯ მაჰალზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ დააკავეს.

ტერაქტების შედეგად მუმბაიში 166 ადამიანი გარდაიცვალა და ამ ფაქტმა ამასთან კიდევ უფრო მეტად დაძაბა ურთიერთობები ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ისლამაბადმა მოგვიანებით აღიარა, რომ ტერაქტები, ნაწილობრივ დაიგეგმა პაკისტანის ტერიტორიაზე მაგრამ დღემდე უარყოფს ინდოეთის ბრალდებას, რომ სისხლიანი თავდასხმების ორგანიზებაში პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

XS
SM
MD
LG