ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებს ნინო ბურჯანაძე


"შიდა პერსპექტივა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე."

ამ სახელმწოდებით, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული ურთიერთობებისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრში 16 ივლისს მოხსენება წაიკითხა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, პარტია დემოკრატიული მოძრაობა -გაერთინებული საქართველოს ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ.

გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი გამოსვლიდან:

"ვარდების რევოლუციის დროს, 2003 წელს სამმა ლიდერმა ბევრს მიაღწია. მათ ასევე დაპირებები გააკეთეს მოსახლეობისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე. დღეს კი საქართველო პოლიციურ რეჟიმში ცხოვრობს. 2008 წლის მაისში მე მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა საქართველოს მთავრობა, რადგანაც ცვლილების შეტანის აუცილებლობას ვხედავდი იმ მიმართულებაში, რომლითაც ქვეყანა მიდიოდა. ამის კეთების საშუალება კი არ მეძლეოდა."

ქალბატონი ბურჯანაძე აგრძელებს: "2008 წლის 3 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მკითხა თუ რა ალტერნატივა ქონდა საქართველოს, ურთიერთობების და მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად რუსეთთან. მე მას ვურჩიე სამი რამ: პირველი -მოეხდინა მოხუცების, ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია კონფლიქტის რგიონიდან, მეორე-დარწმუნებულყო რომ რუსეთს მართლაც ოკუპაცია სურდა და მესამე, საქართველოს გაკეთებინა მოწოდება მთელი მსოფლიოსადმი, რომ ქვეყნის დახმარება მომხდარიყო."

"დღეს ძალაუფლება საქართველოში ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული და არსებობს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, პარლამენტის ჩათვლით, არანაირი ბალანსი არ არის ხელისუფლების შტოებს შორის. მე მივიჩნიე, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისთვის კარგი შანსი იყო რათა მდგომარეობა გამოგვესწორებინა, მაგრამ ეს ჩემს გულუბრყვილო იმედად დარჩა.

ჩემი აზრით, კარგია როცა ნატომ ურთიერთობები აღადგინა რუსეთთან, ასევე ვიწონებ ევროკავშირის ურთიერთობას რუსეთთან.

სამწუხაროდ, მოსკოვსა და თბილისს შორის არ ყოფილა პირდაპირი კონტაქტი და ჩვენმა ხელისუფლებამ საერთოდ უგულვებელყო დიდი მეზობლის ინტერესები და არსებობა. ეს გაუმართლებელია."

XS
SM
MD
LG