ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია გმობს მედვედევის ვიზიტს ცხინვალის რეგიონში



ობამას ადმინისტრაციამ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საქართველოს სეპარატისტულ, ცხინვალის რეგიონში მოულოდნელი ვიზიტის გამო.

გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა იან კელიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი კონფლიქტურ ზონაში რეგიონის სტაბილიზაციას არ ემსახურება და ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თეთრ სახლსა და კრემლს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

კელიმ დასძინა, რომ ობამამ მოსკოვში ვიზიტის დროს ნათლად დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი.

მისივე განცხადებით ამერიკული მხარე მუდმივად ახსენებს რუსეთს რომ ამ უკანასკნელმა უნდა დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ამასთან მოუწოდებს რომ მოსკოვმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

პრეზიდენტმა მედვედევმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ცხინვალში არსებული სამხედრო ბაზა. სადაც სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მხარეებს შორის სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. თავის მხრივ პრეზიედენტმა სააკაშვილმა მედვედევის ვიზიტს სამარცხვინო და ამორალური უწოდა.

XS
SM
MD
LG