ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული საზღვაო ფლოტის  გემი სტაუტი დღეს ბათუმის პორტში შევიდა


ამერიკული საზღვაო ფლოტის გემი სტაუტი დღეს ბათუმის პორტში შევიდა, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებთან ერთად ერთობლივ მანევრებში მიიღებს მონაწილეობას. USS სტაუტი მანევრებს ხვალ დაიწყებს. წვრთნებს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიულ წყლებში ექნება ადგილი, აფხაზეთის სანაპიროს შორიახლოს. ამერიკის საზღვაო ფლოტის ეს ვიზიტი მოსდევს ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელ გამოჩენას. მედვედევის ვიზიტს მოსკოვმა სოლიდარობის ნიშნად განხორციელებული მხარდაჭერა უწოდა. ქართულმა მხარემ დაგმო რუსი ლიდერის მოგზაურობა ცხინვალის რეგიონში.

XS
SM
MD
LG