ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ სამი ახლო რადიუსის რაკეტა გამოსცადა


სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ სამი ახლო რადიუსის რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით 40 წუთის შუალედში ჩრდილოეთ კორეამ ორი ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა. კორეის ნახევარკუნძულზე ისევ დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ 25 მაისს ბირთვული იარაღის გამოცდა ჩაატარა. ამის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი ფინანსური სანქციები შეომიღო.
XS
SM
MD
LG