ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კაზინოები დახურეს


კრემლის განკარგულებით რუსეთში კაზინოები დახურეს. ამიერიდან აზარტული თამაშები მხოლოდ ციმბირში ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, კალინინგრადში და აზოვის ზღვის სანაპიროზე იქნება დაშვებული.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით კაზინოების დახურვა ქვეყნის აღორძინებას ემსახურება. მისი თქმით თამაშმა ისეთივე მიჩვევა იცის როგორც ალკოჰოლმა.

ანალიტიკოსების აზრით რუსეთში სათამაშო ბიზნესი ორგანიზებული დამნაშავეობის ხელში იყო.

მოსკოვსა და პეტერბურგში კაზინოების დაკეტვის გამო 400 000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო, კაზინოების მფლობელება კი მილიარდობით დოლარის ზარალი ნახეს.

XS
SM
MD
LG