ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბარქ ობამამ განაცხადა რომ შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება აღშოთებულია უდანაშაულო ხალხის ცემისა და დაპატიმრების გამო



12 ივნისს ჩატარებული ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირანელებმა მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოაწყვეს.

ხალხის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს ირანის უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ტყვიები დაუპირისპირეს.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბარქ ობამამ განაცხადა რომ შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება აღშოთებულია უდანაშაულო ხალხის ცემისა და დაპატიმრების გამო.

ბარაქ ობამას განცხადებით:“ მე ვგმობ ამ უსამართლო აქციებს და ამერიკელ ხალხთან ერთად ვგლოვობ უდანაშაულოდ დარუპულ ადამიანებს.“

ბატონი ობამას განცხადებით მიუხედავად იმისა რომ ირანის ხელისუფლებამ აკრძალა დამოუკიდებელი საინფომაციო საშუალებების მუშაობა მსოფლიოსთვის მაინც გახდა ცნობილი ირანელ ხალხზე დატეხილი უბედურება მობილური ტელეფონებით გადაღებული სურათების საშუალებით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით:“ ჩვენ ვნახეთ თეირანის ქუჩებში გამოსული ათი ათასობით ადამიანი, რომლებიც საკუთარი სიცოხლის რისკის ფასად ცდილობდნენ მიეწვდინათ ხმა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ ირანელი ქალების სიმამაცე, რომლებიც არ შეუშინდნენ უხეშ ძალას. ვნახეთ ქუჩაში ახალგაზრდა ირანელი ქალის სიკვდილის შემაძრწუნებელი კადრები.“

ბარაქ ობამას განცხადებით შეერთებული შტატები პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტს და არ ერევა ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში. მიხედავად ამისა ამერიკა ვერ დარჩება გულგრილი მამაცი და ღირსეული ირანელი ხალხის სატკივარის მიმართ. პრეზიდენტ ობამას განცხადებით:“ ირანელ ხალხს საკუტარი აზრის გამოხატვის უნივერსალური უფლება გააჩნია. თუ ირანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების პატივისცემის დამსახურება სურს მაშინ საკუთარი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს.“

ეს ირანელი ხალხის ნებაა, რომელიც თავად გამოუტანს განაჩენს საკუთარი ხელისუფლების მოქმედებას. განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

XS
SM
MD
LG