ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტმა  გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტი


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და ის ირანის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ირანის სახელმწიფო მედიაში დღეს ირანის ლიდერის კომენტარები გამოქვეყნდა, რომელის მიხედვით ბარაქ ობამა ცვლილებების შესახებ ლაპარაკობს და სინამდვილეში ისევ აგრძელებს ირანის საქმეებში ჩარევას.

პარასკევს პრეზიედენტმა ობამამ ირანში მიმდინარე ძალადობას აღმაშფოთებელი უწოდა და ირანის ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა სწორედ ამ მოვლენების განვითარებასთან დააკავშირა.

ოფიციალური მონაცემებით ირანში მომხდარ არეულობას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

XS
SM
MD
LG