ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა  და ყირგიზეთმა შეთანხმებას მიაღწიეს


ყირგიზეთის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა და ყირგიზეთმა შეთანხმებას მიაღწიეს , რომლის მიხედვითაც ამერიკა ყირგიზეთის სამხედრო საჰაერო ბაზას გამოიყენებს.ეს უკანასკნელი ავღანეთშისამხედრო ოპერაციების წარმოებას შუწყობს ხელს. ყირგიზეთის საპარლამენტო კომიტეტის მიერ დამტკიცებული გეგმით აშშ-ი დაახლოებით სამჯერ უფრო მეტ თანხას გადაიხდის ყირგიზეთის საჰაერო ბაზაში ვიდრე მანასის ბაზაში იხდიდა. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კადირბეკ სარბაევის განცხადებით, აშშ-ი წლიურად ბაზის ქირას 60 მილიონ დოლარს გადაიხდის. წინა შეთანხმებით ამარიკა 17 მილიონ ხუთასი ათას დოლარს იხდიდა . სარბაევის განცხადებით, აშშ-შიდათანხმდა გადაიხადოს 36 მილიონი დოლარი აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის, 30 მილიონი სანავიგაციო სისტემისთვის და 40 მილიონი ეკონომიკური განვითარებისა და ნარკოტიკების ტრაფეკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს შეზღუდული აქტივობის უფლება ექნება. გადატანა უნდა მოხდეს მხოლოდ არა სამხედრო მომარაგების.


XS
SM
MD
LG