ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში შიიტურ მეჩეთთან სატვირთო ავტომობილი  აფეთქდა


ერაყის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ერაყის ჩრდილოეთით მდებარე შიიტურ მეჩეთთან განხორციელებული სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 30 და დაიჭრა 125 ადამიანი.

თავდასხმა ქალაქ კირკუკთან შაბათის შუადღის ლოცვის შემდეგ განხორციელდა. მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლეობით 25 სახლი დაინგრა.

ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალები. ამჟამად მაშველთა გუნდი ნანგრევებში დაღუპულებსა თუ გადარჩენილებს ეძებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკუსრია. შეგახსენებთ რომ 10 დღეში ოფიციალური ვაშინგტონი ერაყიდან სამხედრო ძალების გამოყვანას გეგმავს.

ერაყში გასული წლის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. თუმცა როგორც ერაყელი ოფიციალური პირები აცხადებენ ქვეყნის უშიშროების ძალების დაკნინების მიზნით მეამბოხეები თავდასხმათა ახალ ტალღას კვლავ დაიწყებენ.


XS
SM
MD
LG