ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი  შიმშილობს


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი საკვების უკმარისობას განიცდის. ორგანიზაციის შეფასებით, მშივრების რიცხვი წელს 11 პროცენტით გაიზრდება. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობაა აზია წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც 642 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ამ პრობლემის გამწვავებას გაერო გლობალურ ეკონომიკურ კრიზს და სურსათზე ფასების მატებას აბრალებს. მსოფლიოში წელს, შარშანდელთან შედარებით, საკვებ პროდუქტებზე ფასებმა ოდნავ იკლო, თუმცა მათი ფასი მაინც მაღალია.სწორედ საკვები პროდუქციის ფასებმა იმოქმედა ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობაზე. მოსახლეობის ეს ფენა შემოსავლის 60 პროცენტს საჭმელზე ხარჯავს. გაეროს ანგარიშის თანახმად შიმშილი მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ანგარიშის ავტორები მსოფლიოს სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებენ გლეხებს თესლი, სასუქი, დაფინანსება და ტექნიკური რჩევები მიაწოდონ.

XS
SM
MD
LG