ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მთავრობა ივნისში  ქალაქებზე კონტროლს გადაიბარებს.


ერაყის საგაერო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება წარმატებით გაართმევს თავს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს, მას შემდეგ რაც ამერიკელი სამხედროებისგან ერაყის ქალაქებზე კონტროლს გადაიბარებს. ჰოშიარ ზებადიმ ეს განცხადება ტოკიოში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ის იაპონიის ლიდერებს ხვდება ერაყში იაპონური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ხუთშაბათს შეერთებული შტატების ელჩმა ერაყში კრისტოფერ ჰილმა განაცხადა რომ ვაშინგტონი ივნისის ბოლოსთვის გამოიყვანს თავის ჯარებს ერაყის ქალაქებიდან. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით შეერთებული შტატები შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ერაყის ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად 30 ივნისისთვის დაასრულებს ჯარების გაყვანას ამ ქვეყნის ქალაქებიდან.
XS
SM
MD
LG