ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიმი კარტერი ღაზაში ჩადის


ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი სამშაბათს მოძრაობა ჰამასის ოფიციალურ პირებს შეხვდა ღაზის სექტორში.

როგორც მოელიან, ბატონი კარტერი ჰამასს გადასცემს წერილს ისრაელელი ჯარისკაცის გილად შალიტის ოჯახისგან. გილად შალიტი ღაზის სექტორში 2006 წელს გაიტაცეს. მას შემდეგ ამ ჯარისკაცის ბედი გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ მცდელობათა ჯაჭვში, რომლის საბოლოო მიზანია ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სამშაბათს დროებით მოინახულა ღაზაში ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე უბანი, რომელიც ექვსი თვის წინ მომხდარი ისრაელის სამხედრო იერიშის დროს ძლიერად დაზიანდა. მოსალოდნელია აგრეთვე რომ იგი ესტუმრება ღაზის საავადმყოფოს და შეხვდება გაეროს დახმარების სააგენტოს მუშაკებს.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი ახლა ხედავს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის განახლების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG