ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო გამოსვლები თეირანში გრძელდება



ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დამარცხებულ საპრეზიდენტო კანდიდატ მირ ჰოსეინ მუსავის განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ წამოჭრილი გაუგებრობები

კანონიერი მეთოდებით უნდა გაასაჩივროს.

ეს ცნობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვების გამოცხადების შემდეგ თეირანის ქუჩებში გამოსვლები დაიწყო.

პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო

არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

დამარცხებული ოპოზიციონერის მირ ჰოსეინ მუსავის მომხრეები კი დღესაც ფართე მასშტაბიანი დემონსტრაციების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ მოსახლეობას და მოტივად აჰმადინეჟადის მიერ არჩევნების გაყალბებას ასახელებდნენ.

ირანის ხელისუფლებამ, საპროტესტო გამოსვლების გამო 100 მდე აქტივისტი დააკავა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი შედგება თუ არა ეს საპროტესო აქცია მას შემდეგ რაც ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიტინგის ჩატარება არალეგალური იქნება.

ამ ფონზე, დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ვიზიტს გააუქმებს მოსკოვში.

XS
SM
MD
LG