ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს საპყრობილიდან აფრიკელი ტუსაღი გაანთავისუფლეს


შეერთებული შტატების გუანტანამოს ციხიდან, რომელიც კუბის ტერიტორიაზე მდებარეობს აფრიკელი ტუსაღი გაანთავისუფლეს, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც ამ საპატიმროში მოხვდა.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მუჰამედ ელ ღარანის სულ მალე საკუთარ სამშობლოში, ჩადში დააბრუნებენ.

2009 წლის იანვარში ამერიკელმა მოსამართლემ ვერავითარი დანაშაული ვერ იპოვა ამ პიროვნების მოქმედებაში და მის განთავისუფლებას მოაწერა ხელი.

შეერთებული შტატების მთავრობამ ვერ შესძლო ტერორისტულ საქმიანობაში ღარანის მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.

ღარანის ალ-ყაიდასთან და თალიბებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ გუანტანამოს ციხეში მყოფი ორი ტუსაღის ჩვენების საფუძველზე, რომელიც არანაირი სამხილით არ იყო გამაგრებული.

აღსანიშნავია რომ მუჰამედ ელ ღარანიმ გუანტანამოს ციხეში 7 წელი გაატარა.

XS
SM
MD
LG