დისკუსიისას, რომლის დროსაც წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უახლოეს მომავალშია შესაძლებელი. კერძოდ, ბატონმა დევიდ სმითმა, რომელიც თბილისში საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდში მოღვაწეობს აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მორიგი ინტერვენცია უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ეს შარშან იყო. ამას გარდა, დღეს, საქართველოსა და მის საზღვართან კონცენტრირებული რუსეთის სამხედრო ძალები, ისევე როგორც შეიარაღება მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი გეგმავს მორიგ ავანტიურას. სმითი ამბობს, რომ რუსეთი კვლავ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროვოკაციულ ნაბიჯს საქართველოს თითქოსდა გეო-პოლიტიკური ამბიციების შეკავების საბაბით.
ბატონმა ანდრეი ილარიონოვმა აღნიშნა, რომ მისთვის სულაც არ არის წარმოუდგენელი მოსკოვის გამიზნული ინტერვენცია, განსაკუთრებით კი რუსი გენერალიტეტის განცხადების შემდეგ, რომ მალე სრულ მასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს ჩრდილოეთ კავკასიაში.
უფრო დაწვრილებით, ამ შეხვედრის დეტალების შესახებ მოისმინეთ რადიო პროგრამაში პარასკევს.