ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საგანგებო ელჩი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი, იერუსალიმში იმყოფება


აშშ-ის საგანგებო ელჩი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი, იერუსალიმში იმყოფება სადაც ისრაელის ლიდერებს შეხვდება. განხილვის მთავარი საგანი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებია.

მიჩელი ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვდა ისრაელის თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკს და ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერეს.მან განუცხადა ბატონ პერესს, რომ ყველა ვინც ჩართულია ამ მოლაპარაკებებში პასუხიმგებლობას იღებს თავის თავზე რათა შეიქმნას პირობები შეთანხმების სწრაფი მიღწევისთვის.

ბენიამინ ნათანიაჰუსთან შეხვედრამდე ,მიჩელი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრი გეგმავს გამოსვლას სადაც ისუბრებს თავის შეხედულებაზე სამშვიდობო პროცესების მიმართ და ქვეყნიოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ისრაელის პრემიერმა უარი განაცხადა, აშშ-ის მიერ წაყენებულ წინადადებაზე შეწყდეს უკანაონო მშენებლობები მდინარე იორდანეს ოკუპირებულ მარჯვენა ნაპირზე. ოთხშაბათს საგანგებო ელჩი ჯორჯ მიჩელი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება. მანამდე კი იგი ვიზიტს სირიასა და ლიბანში გეგმავს.

XS
SM
MD
LG