ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს ბაზაზე დაკავებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგება


ტერორისტულ ორგანიზაცია ალყაიდასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი აჰმედ ღაილანი გუანტანამოს ბაზიდან ნიუ-იორკში დღეს გადმოიყვანეს. იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება ათი წლის წინ აფრიკაში ამერიკული საელჩოების შენობების აფეთქების ბრალდების საფუძველზე. იგი გუანტანამოს ცენტრიდან პირველი ბრალდებულია, რომელიც ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. საყოველთაოდ მიაჩნიათ, რომ ეს სასამართლო პროცესი სინამდვილეში ლაკმუსის ქაღალდის ფუნქციას შეასრულებს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გეგმისათვის, რომელიც ეხება გუანტანამოს ცენტრის შვიდ თვეში დახურვას და იქ დაკავებულტა განსაზღვრული რაოდენობის ამერიკაში გასამართლებას. ბრალდებული აჰმედ ღაილანი წარმოშობით ტანზანიიდანაა და მას ბრალად ედება 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში ამერიკის საელჩოების აფეთქება. ამ ტერაქტს ორასზე მეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG