ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი თავის ბირთვული არსენალის შემცირებას არ აპირებს


რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა რომ მოსკოვი არ შეამცირებს თავის ბირთვულ არსენალს სანამ არ გაირკვევა მდგომარეობა ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

გენერალ ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით რუსეთის არმიაში სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებულ ძალებს კვლავაც პრიორიტეტული სტატუსი ექნებათ.

რუსეთი შეერთებული შტატების განზრახვას პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემების დამონტაჟების თაობაზე ეროვნული უსაფრთხოებისთვის უპირველეს მუქარად მიიჩნევს.

ამერიკელები ამტკიცებენ რომ ეს სისტემები ირანიდან მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ბირთვული შეიარაღების შემცირების აქტიური მომხრეა.

XS
SM
MD
LG