ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა დრეზდენში ანგელა მერკელს შეხვდა


ბარაკ ობამა დრეზდენში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად შეთანხმება უნდა მიიღონ და რომ პროგრესის მიღწევა მართლაც შესაძლებელია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში.

გუშინ, ამერიკის პრეზიდენტმა ქაიროში გამოსვლისას მსოფლიოს მუსლიმანურ სამყაროს ამერიკასთან ახალი ურთიერთობების დაწყებისკენ მოუწოდა.

ქალბატონმა მერკელმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტ ობამას გამოსვლა ქაიროში და აღნიშნა, რომ მოხსენების წყალობით არაბულ სამყაროს ახლა ურთიერთობებისთვის დამყარებისთვის შესაძლებლობა ეძლევა.

XS
SM
MD
LG