ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს არასაიდუმლო მასალები გუანტანამოს შესახებ


აშშ-ის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით ამერიკის მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს არასაიდუმლო მტკიცებულებები რომლის მიხედვითაც გუანტანამოს საპყრობილეში ტერორიზმში ეჭვმიტანილების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

იუსტიციის დეპარტამენტს დაევლა ივლისის ბოლომდე სასამრთლოში წარადგინოს არასაიდუმლოდოკუმენტაცია ან წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მიეწოდოს სასამართლოს ინფორმაცია თუ რომელი მასალების გამოქვეყნება არაა მიზანშეწონილი.

მოსამართლე თომას ჰოგანის განცხადებით, დოკუმენტების გამოქვეყნება დააკმაყოფილებს მოსახლეობის კონსტიტუციურ უფლებას , იცოდეს რა სახის აქტივობას აქვს ადგილი გუანტანამოს ციხეში.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ეჭვმიტანილთა ადვოკატებმა და საინფორმაცია სააგენტოების კოალიციამ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში.

თავის მხრივ იუსტიციის დეპარტამენტმა განაცახადა, რომ დუკუმენტაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისინი ელოდნენ მთავრობის მიერ იმის დადგენას თუ რომელი ინფორმაციის გამოაშკარავება შეიძლებოდა სახალხოდ.

XS
SM
MD
LG