ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები


გასულ კვირას საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ბოლო 18 წელია, რაც საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებსა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის განვითრებისთვის იღწვის.

დღეს, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია. როცა საქართველო თავის დამოუკიდებლობასა და მიღწევებს აღნიშნავს ამ დღეებში, იგი ჯერ კიდევ უპირისპირდება სერიოზულ გამოწვევებს მისი ტერიტორიული მთლიანობის მხრივ. გასულ აგვისტოში, რუსეთთან წარმოებული კონფლიქტის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. არცერთ ქვეყანას მსოფლიოში, გარდა ნიკარაგუისა, არ გადაუდგამს ასეთი ნაბიჯი რუსეთის შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს უცხოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს გამთლიანებისკენ მიმართულ მუშაობას. ამერიკა, ამასთან, იმედოვნებს, რომ რუსეთი, ამ ძალისხმევაში ასევე პარტნიორი გახდება.

ამ მიმართულებით, ამერიკა სინანულს გამოთქვამს, რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამერიკა შეშფოთებულია რუსეთის უარით ნება დართოს ეუთოს მისიას მუშაობა გააგრძელოს საქართველოში. ამერიკა ასევე შეშფოთებულია რუსეთის 30 აპრილის შეთანხმებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან საზღვრის კონტროლის დარგში ხელმოწერილი შეთანხმებების გამო, რაც ასევე ეწინააღმდეგება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ორივე აღნიშნული მოქმედება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე კანონიერ საქართველოს ხელისუფლების უქმნის საფრთხეს.

ცცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შედეგად საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დასრულება გახდა შესაძლებელი. ამ ხელშეკრულებას 1008 წლის 8 სექტემბერს ხელი მოაწერა დაპირისპირებულმა მხარემ. ამ შეთანხმების პირობების თანახმად, რუსეთი ვალდებული იყო ომამდე დაკავებულ პოზიციებს დაბრუნებოდა. რუსეთს, ამის ნაცლვად, საქართველოს ზოგიერთ რაიონშ ბევრად უფრო მეტი სამხედრო ჰყავს ჩაყენებული ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე. ეს არის ახალგორის რაიონი სამხრეთ ოსეთში და ზემო კოდორის ხეობა, აფხაზეთში.

ამერიკა მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

XS
SM
MD
LG