ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში, თამბაქო სიკვდილიანობის ერთერთი მთავარი მიზეზია


მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს სიგარეტის კოლოფებზე მწარმოებლებს მოსთხოვონ თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული ავადმყოფობის ამსახველი სურათებისა და ამასთან დაკავშირებული ტექსტის გამოსახვა.

გაეროს უწყება იტყობინება, რომ მსოფლიოში, თამბაქო სიკვდილიანობის ერთერთი მთავარი მიზეზია და 5 მილიონამდე ადამიანს კლავს ყოველწლიურად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თამბაქო ასევე ერთადერთი ნებადართული სამომხმარებლო პროდუქციაა, რომელიც სიკვდილს იწვევს, თუ მისი გამოყენება ხდება ისე, როგორც ამას მწარმოებელი ვარაუდობს. ორგანიზაციის ანგარიში ასევე აზუსტებს, რომ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს კოლოფებზე მოწევის შედეგად დაავადებულების სურათებია გამოსახული, მწევლები ამ მავნე ჩვევას თავს ანებებენ, სხვები კი სიგარეტის მოწევაზე უარს ამბობენ.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც სიგარეტის მწარმოებლებს სურათების გამოსახვა ევალებათ და რომ სიგარეტის მოწევის უარყოფითი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ინფორმაცია გავრცელებული.

XS
SM
MD
LG