ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენაში სიქხების ტაძარზე თავდასხმა მოხდა


ავსტრიის დედაქალაქში სიქხების ტაძარზე თავდასხმა განახორციელეს. ვენის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს დილით შეირაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტაძარში მყოფთ. ფიქრობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა, ხოლო დანარჩენები ცივ იარაღს ხმარობდნენ. დაჭრილია თერთმეტი კაცი. ცხრა ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ასოშიეიტედ პრესის ახალი ამბების სააგენტო აცხადებს, რომ დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი. ამჟამად ეჭვობენ, რომ თავდასხმა სიქხთა მოქიშპე ტაძრებს შორის დაპირისპირებით იყო გამოწვეული.


XS
SM
MD
LG