ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ნო მუ ჰენ-მა  თავი მოიკლა



სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა ნო მუ ჰენ-მა თავი მოიკლა, ამის შესახებ განცხადება მისმა თანაშემწემ გააკეთა . მუნ ჯაი ინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნო მუ ჰენმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, მანამდე სანამ იგი მის სახლთან ახლომდებარე კლდიდან გადახტა . წერილში ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს მისი სხეულის კრემაციას. იგი ბოდიშს იხდის იმისთვის რომ მრავალ ადამიანს პრობლემა შეუქმნა. პოლიციის განცხადებით ბატონ ნო მუ ჰენს თავის ქალაქს მარვალი ტრავმა ჰქინდა მიღებული დაცემისგან და გარდაიცვალა მაშინ როდესაც ადგილობრივი მცირე საავადმყოფოდან ბუსანის სახელმწიფო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. პოლიცია იძიებს თვითმკვლელობის მიზეზებს. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი 63 წლის იყო და ქვეყნის უმაღლეს პოსტს 2003 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა. შეგახსენებთ რომ ამ თვის დასაწყისში გამოძიების მიერ ყოფილი პრეზიდენტი დაკითხულიუ იყო სავარაუდოდ 6 მილიონი დოლარი ქრთამის აღების საკითხთან დაკავშირებით. მან აღიარა რომ მისმა მეუღლემ ვალების დასაფარდ გარკვეული თანხა აიღო, მაგრამ იგი უარყოფდა იმ ფაქტს რომ მან წინასწარ იცოდა ამის შესახებ.


XS
SM
MD
LG