ნატოს განცხადებით, მათი თვითმფრინავის საჰაერო დარტყმის შედეგად8 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა. ინცინდენტი სამხრეთ ავღანეთში მოხდა იმ ფონზე როდესაც მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპული ადამიანების რიცხვის გაზრდის გამო ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება. დღეს ნატოს ჯარებმა განცხადეს, რომ სამშაბათს ჰელმანდის პროვინციაში მოხდა შეტაკება 25-მდე მეამბოხესთან , რომლის შედეგადაც გამოყენებულ იქნა საჰაერო დარტყმა. ნატო ადანასაულებს მეამბოხეებს იმაში , რომ ისინი მშვოდობიან მოსახლეობას იყენებენ ცოცხალ ფარად. გახშირებული მსხვერპლი სამოქალაქო პირებში დავის საგანი გახდა, რადგანაც ორი კვირით ადრე მასგავსი საჰაერო დარტყმა განხორციელდა ავღანეთის დასავლეთით. აშშ-ის სამხედროებმა დღეს განაცხადეს რომ გამოძიების შედეგად დაღუპულთა შორის აღმოაჩინეს 20-30 სამოქალაქო პირი და 60 მეამბოხე. საჰაერო შეტევას რომელსაც ფარას პროვინციაში ჰქონდა ადგილი 4 და 5 მაისს მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. ავღანეთის მთავრობის განცხადებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე ბალა ბულაქის ოლქში დიღუპა.