ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მოსკოვში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები დაიწყო


დღეს მოსკოვში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები დაიწყო ბირთვული იარაღის შემცირტების საკითხებთან დაკავშირებით.

ორ დღიანი მოლაპარაკებები 1991 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელებას ისახავს მიზნად, რომელსაც წელს დეკემბერში გასდის ვადა.

მხარეები შეეცდებიან მინიმუმადე დაიყვანონ ამჟამად არსებული წინააღმდეგობები ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა მოსკოვში ივლისში დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტისთვის ყველაფერი მზად იყოს.

რუსები ამ შეხვედრას აუცილებლად გამოიყენებენ, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი უარყოფითი დაოკიდებულება ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა რუსეთ-ამერიკის აღნიშნული მოლაპარაკებები განიარაღების საქმეში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია.


XS
SM
MD
LG