ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიდერი შეიხ იუსუფ ინდაჰადი მთავრობის მხარეზე გადავიდა


სომალიში ალ-შაბაბის მუსლიმანურმა სამხედრო დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი ქალაქი ჯოჰარი ჩაიგდო ხელში, საიდანაც გააძევა ამ ქვეყნის სუსტი ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ამ ქალაქის ქუჩებს კი ალ-შაბაბის მეომრები აკონტროლებენ. ქალაქი ჯოჰარი სომალის დედაქალაქ მოგადიშუდან 90 კილომეტრში მდებარეობს. თავად მოგადიშოში მძიმე ბრძოლების შემდეგ სომალის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ფორმირებები მხოლოდ ქალაქის რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ. დღესვე სომალის ხელისუფლების მტკიცებით ერთ-ერთი ისლამური დაჯგუფების ლიდერი შეიხ იუსუფ ინდაჰადი მთავრობის მხარეზე გადავიდა, რაც გარკვეულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.



XS
SM
MD
LG