ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მძევლად აყვანილი ცამეტი ადამიანი განთავისუფლებულია


ნიგერიის არმია აცხადებს, რომ მდინარე ნიგერის დელტის მიდამოებში მეამბოხეების მიერ მძევლად აყვანილი ცამეტი ადამიანი განთავისუფლებულია. არმიის წარმომადგენლების თქმით, ჯარისკაცებმა ცხრა ფილიპინელი და ოთხი ნიგერიელი გაათავისუფლეს. მძევლები ნავთობით მდიდარი მდინარის დელტის მიდამოებში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებათა შორის ყველაზე ცნობილი “ნიგერის დელტის მოსახლეობის თანასწორობის მოძრაობის” წევრებს ჰყავდათ აყვანილი. მეამბოხეები და არმია აცხადებენ, რომ ბრძოლისას ორი მძევალი დაიღუპა. მეამბოხეებმა მძევლები გასულ ოთხშაბათს აიყვანეს ნიგერის დელტაში ორ გემზე მოწყობილი თავდასხმისას. გასულ პარასკევს სამხედროებმა იერიში მიიტანეს მეამბოხეთა მთავარ გამაგრებულ პუნქტზე.


XS
SM
MD
LG