ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკას მთავრობა პირველად აკონტროლებს ტერიტორიას


შრი ლანკას სამხედროების განცხადებით, ჯარი მთელს სანაპირო ზოლს აკონტროლებს.შეიარაღებულ მეამბოხეთა ჯგუფთან -თამილ ვეფხვებთან 25 წლიანი დაპირისპირების შემდეგ, შრი ლანკას მთავრობა პირველად აკონტროლებს ამ ტერიტორიას. თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ბრიგადის -გენერალი ადაია ნანაიაკარა აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა მეამბოხეები მცირე ტერიტორიაზე მოაქციეს და გადაუკეტეს ზღვასთან მისასვლელი ბოლო გზა. ქვეყნის პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაქსა პარასკევს სიტყვით გამოვიდა, სადაც დასძინა, რომ იგი დაამარცხებს მეამბოხეებს და ეს კვირა დღემდე მოხდება. პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ შრი ლანკაში დღეს გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შტაბის უფროსი აპირებს ჩასვლას. გაეროს წარმომადგენელმა უნდა ადგილზე შეაფასოს ჰუმანიტარული სიტუაცია და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე უნდა ესაუბროს მხარეებს. თავის მხრივ თამილი ვეფხვების ლიდერმა განაცხადა, რომ სამხედრო დამარცხება არ ნიშნავს კონფლიქტის დასრულებას.


XS
SM
MD
LG