ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა


ინდოეთში არჩევნებში კონგრესის პარტიის თაოსნობით, მმართველმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მანმოჰანგ სინგჰს კი გარანტირებული აქვს პრემიერ მინისტრის პოსტზე მეორე ვადით მოსვლა. დღეს გაიმართა ერთობლივი კონფერენცია, სადაც პრეზიდენტმა სონია განდიმ , პრემიერ მინისტრმა სინგჰმა და კონგრესიის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ინდოეთის მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა და საკმაოდ ნათლად. განდიმ კი თავის მხრივ დაამატა, რომ ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი სწორი იყო. ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა, რომელსაც სათავეში ინდუსების ნაციონალისტური ჯანატას პარტია უდგას, აღიარა დამარცხება. ამ ბლოკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბლოკი ეგუება ხალხის განაჩენს. საპარლამენტო 543 ადგილიდან, წინასწარი შედეგებით მმართველ პარტის 260 ადგილი ერგო, ხოლო მათ ოპონენტებს 160, რამაც მანამდე არსებული ვარაუდით გადააჭარბა მოლოდინს.



XS
SM
MD
LG