ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პოლიციამ 11 სექტემბრის შემდეგ   1471  ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა


ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პოლიციამ 1471 ადამინი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ ტერორიზმში და აქედან მხოლოდ მესამედის საქმე გადაეცა სასამართლოს. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოთხშაბათს გამოაქვეყნდა სრული სტატისტიკა ანტი ტერორისტული კანონის გამოყენებით დაკავებულ პირთა შესახებ. დასკვნა მოიცავს პერიოდს 2001 წლიდან 2008 წლის ჩათვლით. 521 დაკავებულიდან მხოლოდ 35% წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. აქედან 102 ადამინი გაასამართლეს ანტი ტერორისტული კანონმდებლობის მიხედვით ხოლო დანარჩენი 94 ს პატიმრობა სხვა კანონის საფუძველზე მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG