ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა ჯარისკაცმა ხუთი თანამებრძოლი მოჰკლა


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით , დღეს კამიკაძე ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომანქანა ერაყის პოლიციის პატრულს შეაჯახა.ინცინდენტი ქალაქ კირკუკში მოხდა და შედეგად დაიღუპა 5 პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი.დაჭრილია 14 პოლიციის ოფიცერი. კირკუკი ნავთობის მოპოვების ცენტრად ითვლება და ამიტომ იქ ქურთ და არაბ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ამას გარდა,ერაყში აშშ-ის სამხეედროების განცხადებით, ამერიკელმა ჯარისკაცმა ხუთი თანამებრძოლი მოჰკლა. ინცინდენტი ბაღდადის სამხედრო ბაზაზე მოხდა. აშშ-ის მედიის განცხადებით, მკვლელობა ორშაბათს სტრესის საკონსულტაციო კლინიკაში , ბაღდადის სამხედრო ბაზაზე მოხდა. თავად მკვლელი დაკავებულია. თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა შოკირებულია მომხდარი ინცინდენტის გამო.

XS
SM
MD
LG