ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჟურნალისტის როქსანა საბერის ადვოკატი ოპტიმისტურადაა განწყობილი


ირანში დაპატიმრებული ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის როქსანა საბერის ადვოკატს ჟურნალისტის მომავალი ოპტიმისტურად ესახება. ადვოკატი აბდოლსამად ხორამშაჰი თვლის, რომ თეირანის სასამართლო საბერის აპელაციას დადებითად განიხილავს და უახლოეს რამდენიმე დღეში, გასულ თვეს ოცდათორმეტი წლის ჟურნალისტისთვის ჯაშუშობის მუხლით მისჯილ რვა წლიან პატიმრობის განაჩენს გააუქმებს. საბერის მშობლები აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო შიმშილობა შეწყვიტა. საბერის ოჯახი და შეერთებული შტატების მთავრობა ამტკიცებენ, რომ როქსანა საბერის საქმე უსაფუძვლო და შეთითხნილია.


XS
SM
MD
LG