ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები  მოხდა



სომალის დედაქალაქ მოგადიშუში სხვადასხვა ისლამურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ ცოტა 39 ადამიანი დაიღუპა.ბრძოლები ხელისუფლების მომხრე ისლამური სასამართლოების კავშირის და ალ-შაბაბის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს. დღეს 14 ადამიანი დაიღუპა მეჩეთის დაბომბვისას. ბრძოლები სომალის დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონებში მიმდინარეობს. მოგადიშუს სამხრეთში სამთავრობო ძალები ჰიზბულ ისლამის დაჯგუფებას ებრძვიან. ათასობით ადამიანმა მიატოვა საომარი მოქმედებების რაიონი. სომალის მთავრობა ზომიერ ისლამისტების გამოყენებას ცდილობს ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.


XS
SM
MD
LG