ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ძალების კუთვნილმა უპილოტო თვითმფრინავმა ჭურვი ჩამოაგდო


როგორც პაკისტანის უშიშროების ძალები აცხადებენ ამერიკული ძალების კუთვნილმა უპილოტო თვითმფრინავმა ჭურვი ჩამოაგდო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში.

ამავე განცხადების თანახმად დღეს ავღანეთის საზღვართან, სამხრეთ ვაზირისტანში მემაბოხეთა თავშესაფარში ჭურვი აფეთქდა, დაღუპულია სულ მცირე რვა ადამიანი. მათი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. შეგახსენებთ რომ ეს რეგიონი ალ-ყაიდასა და თალიბი მეამბოხეების მიერ არის კონტროლებადი.

გასული წლის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ამერიკული ძალების კუთვნილმა უპილოტო თვითმფრინავებმა სულ მცირე 30 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ოფიციალური ვაშინგტონი არასდროს არ განიხილავს ამ თემას საჯაროდ რის გამოც პაკისტანის ოფიციალლური პირების კრიტიკას იმსახურებს. ისინი თვლიან რომ მსგავსი სამხედრო ოპერაციები უშედეგოა და ამავე დროს პაკისტანის სუვერენიტეტი ირღვევა.


XS
SM
MD
LG