ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობებს ქვები დაუშინეს


დღეს, ავღანეთის დასავლეთ პროვინციაში განრისხებულმა დემონsტრანტებმა სამთავრობო შენობებს ქვები დაუშინეს. ამით მათამერიკის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი გააპროტესტეს. ფარას პროვინციის მაცხოვრებლების გადმოცემით, დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღის ხმაც გაისმოდა,თუმცა ვისი მხრიდან მოხდა გასროლა ჯერეჯრობით დაუდგენელია. ადგილობრივი სამედიცინო სამსახურების განცხადებით,ქაოსის დროს ითხი ადამიანი დაშავდა,რომელთა შორის ერთი დემონსტრანტი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი. შეგახსენებთ,რომ ფარას პროვინციაში ინციდენტი ამ კვირას მოხდა,რომლის დროსაც ამერიკის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG